ვუცქერ უცნობ და...
ვუცქერ უცნობ და თანაც ნაცნობ ქალს უკვე ბებერს, _ პირველ სიყვარულს და პირველ ვნებებს, მრავალზე მრავალ წლების იქით უხმოდ შთენილებს. ღელვების ღელეს შუბლ-ლოყებზე ჩამორბენილებს, საით ვიარეთ, სად მოვედით, რაღაა აწი? _ თვალებით თვალებს ვეკითხებით ქალი და კაცი. 1990
|