ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ზარებს რეკავს ნაგავმზიდი... 

ზარებს რეკავს ნაგავმზიდი,

ღამის ლამპა უკვე ქრება,

მეშინია, მეშინია,

რომ კაცს კაცი ემუქრება.

წყალი არ დის სათბობ მილში,

მიწას თამთასავით სძინავს,

ვწერო მინდა, რაღაც მიშლის

და ვეხები შუბლით მინას.

მიდის იმედების ჯოგი,

მე _ მე ვარ და ჩემსას ვუცდი,

როგორც დამარცხება ომში,

ვდგავარ ცარიელი ფურცლით.

 

1982

??????