თამარის ხიდთან
აჭარისწყალი მოდის ვით მგზავრი, წინ ეგებება თამარის ხიდი, კლდეები, როგორც ქაჯეთის კარი, შიგ _ ავთანდილის მოხრილი მშვილდი.
შეხვდება ხიდს და წამით შედგება, სურს ძველ შვენებას მიაპყროს მზერა, გაიმეოროს თამარის ქება და მოისმინოს შოთას სიმღერა. 1944
|