Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

თოლიები შუა ქალაქში 

თოვლთან ერთად თოლიები
მოესიენ ბათუმ-ქალაქს,
სახურავზე, აივანზე
ნამცეც-ნაფუნჩხები გამაქვს.

ლექსის ჰონორარის პური
ისე გულით გაგიტეხეთ,
რომ მგონია, თოლიებო,
თვითონ ლექსებს გაკითხებდეთ.

შემოფრინდით, ზღვათა მკვიდრნო, _
ხედავთ? ერთად გვიჭირს, გვშია.
მოდით, თუმცა ეს ხმელეთი
ზოგჯერ ზღვაზეც საშიშია.

მეც თქვენს საუფლოში ყოფნის 
მომწონს მოგონება მცირე,
მეც თქვენსავით ცოტა მყოფნის,
დანარჩენს სხვას ვუნაწილებ.

თუმც ამ სიკეთეში ფარულს
ბოროტებას ხედავს გლახა,
თოლიებო, მენდეთ, _ კაცურს
მხოლოდ კაცი დაინახავს.

თოლიებო, როგორც შვილებს
გივლით, ერთი სევდაც მომდევს, _
მეც თქვენსავით ვიშიმშილებ,
ოღონდ თქვენებრ ფრთები მქონდეს.

 

1988

??????