იები
ოჰ, გამარჯობათ, იებო!
ამოღიმილდით, აინთეთ,
ტყეს მოკიდებულ აპრილის
ამ ჩაუქრობელ ალითვე.
ფერებო, მიწის სიტყვებო,
წვიმის სურნელო კეთილო,
იცოცხლეთ,
თვით სიყვარულსაც
თავი არ მოაწყვეტინოთ.
1965