ისე მწყურიხარ...
ისე მწყურიხარ,
მავიწყდება ყველა წყურვილი,
ჩემი სურვილის ფოთლითაა
ტყე დაბურვილი.
ბილიკი ამბობს: _ მენდე, გამყევ,
ფეხი დამადგი,
მიგაგნებინებ მისაგნებელს,
არ დაგამადლი.
გმადლობთ, ბილიკო, _ ვეუბნები,
რჩევა ძნელია,
ვინც მიყვარს, სიტყვა ფოთლებივით
ძირს დასცვენია.
ჩამხმარ ბგერებში აღარ ფეთქავს
ძველი აღთქმანი,
დადგა წისქვილი, დაელია
პატრონს საფქვავი.
1973