ისე შორს იყურებიან სამშობლოს მთები, ქედები, ისე შორს იყურებიან ფეხის წვერებზე დგებიან.
მეც დავდგები და მათ ცქერას შევცქერი დაიმედებით, დაღამებულიც რომ იყოს, მთას დავინახავ, _ ვთენდები. ფეხის წვერებზე ამდგარი ჩემი მთები და გორები, ეტყობა, რასაც ხედავენ, მშვენიერია შორეთი.