Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

კახელებთან თქმული 

გიორგი ნატროშვილს

საქართველოს წარსული

იყო მუდამ ასეთი:

დუშმანს პირველ ხვდებოდა

აჭარა და კახეთი.

ქვეყნის პირველ ძახილზე

სცემდა ბრძოლის ნაღარას,

ორი გმირი ქართველი, _

კახეთი და აჭარა.

_ საქართველო იქნება,

მზე ქართული არ ჩავა! _

სისხლდაცლილნი იძახდნენ

კახეთი და აჭარა.

_ რა ვარამსაც ვზიდავდით,

რა ჭირსაც ჩვენ ვიტანდით, _

ამბობს ტაო-კლარჯეთი,

ამბობს ფერეიდანი.

სხვა საშველი არ იყო,

მტრის ხმლებს მკერდებს ვახევდით,

ჩვენ _ კედლებად დამდგარნი,

აჭარა და კახეთი!

ძმებო, ქუხდეს მარადჟამს

კახეთიც და აჭარაც:

_ საქართველო იქნება,

მზე ქართული არ ჩავა!

 

1970

??????