ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

კი... 

კი, მზე ამოდის, მაგრამ თითქოს დაცლილა ისიც, _
ოდა-სახლებში ცივ ბინდების უჟმური ბუდობს,
არ გვწყალობს ქრისტე, არც მაჰმადი, მით უფრო _ ბუდა, _
თავისუფლება დაგვიბრუნდა მოსვრილი სისხლით.

რომ უძლებს ტყვიებს, მარცხს, ღალატებს და მტერთა ჭილყვავს,
მე უფრო მიყვარს საქართველო, დღეს უფრო მიყვარს, _
ვამბობ და ვიცნობ, ამ სიყვარულს ვინ უცქერს ზიზღით,
მაგრამ იმათზე (საშიშია!) ჯერ მე არ ვიტყვი.

გვიჭირს ცხოვრება, მაგრამ მაინც ცხოვრება მომწონს,
თუ შინ მომშივდა მამულს მკერდზე ბალახსაც მოვძოვ.
ბედო ოხერო, ეს მთა-ხევი რაგინდ აოხრო, 
შევიძლებ ძაღლურ ამ ყოფიდან თავი გამოვყო.
რადგან იღვრება ჩემში ტკბილი ჩვენი სიმღერა,
ღმერთო, ოცნება რამხელაც მაქვს, ვიყო იმხელა!

 

1994 

??????