ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ლამაზია მარტის ცივი... 

ლამაზია მარტის ცივი
ველთა სიცარიელენი,
ღელისპირი გულმკერდს იხსნის, _
ვატყობ უკვე იებს ელის.
ჩამოშალა ნეკრის ზვინი,
დაუძახა გოგომ თიკნებს,
გაზაფხული გოგოსავით,
ბილიკებით გზას მიიკვლევს.
 

1991

??????