მადლი ჩვენი სიმღერისა...
მადლი ჩვენი სიმღერისა,
რითმისა, ნახატისა,
რაგინდ მაღალი შუქით
ნაქსოვი იყოს,
რჩება უდაბნოსა
შიგან ღაღადისად,
თუ გულისა თავისა
არარა იხმოს.
1985