ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მარტოობა 

დღე იყო ჩუმი, ცივი, ფრთხილი
ჩაფიქრებული,
თოვლს ვერ იტანდნენ
მარტის რტოები,
ჯავრიანები გროვდებოდნენ
მთაზე ღრუბლები
და აღარავის სჭირდებოდა მგონი პოეტი.

თოვდა, ამიტომ შემისველდა
თვალის უპენი?
მაგრამ ასე ცხლად
რამ მოთუთქა ქუთუთოები?

 

1990

??????