Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მენავეები 

ყნოსავს და ლოკავს ზღვა კენჭებზე თბილ ნაფეხურებს,
ბათუმი გრილი, მოწყენილი, ღრუბელნაბური,
წვიმის ბადეში მომწყვდეული, ვით ბარაბული,
შეიხსნის უბეს, მოლოდინით გაჰყურებს ყურეს.

მენავეები თავ-თავისი ნავების მდგმურნი,
თიკრავენ ბადეს და საჭერად გაცურვის სურვილს
კინძავენ ძაფზე დაფაშრული, ხამი თითებით,
მიზოზინობენ ფაცხებისკენ იქვე ვირთხები.
ქარი სქელია და ზიმზიმა, როგორც მედუზა,
თევზი არაა, მაგრამ ირგვლივ თევზის სუნია...
ასე, იმედით ყოფნას, ალბათ, დრო ვერას უზამს,

ფიქრიანები რომ უსმენენ ზვირთების სუნთქვას,
ჩანს ყველაფერი არ წასულა ხელიდან სულმთლად,
დღეის დღე თუმცა ეს არაა, ეს წარსულია!
 

 

1985

??????