მთა ქალწულივით მესათუთება...
მთა ქალწულივით მესათუთება, აქ სხვაფერ მიყვარს, სხვაფერ ვისვენებ, კორდზე, ვით მკერდზე, მოვწოვ ცვარ-ნამებს, მომეხვევიან თეთრი ნისლები. შენი ნაყოფი და შენი ჰავა, ეს სიმყუდროვე და სისადავე, მგონია მომცემს მე რაღაც მთავარს და მოლოდინით კიდევ გადამრევს. 1990 |
|