მიდის
ყვითელი ქარი ეხვევა ხეებს,ფეხმძიმეები დგას ნალიები,ვდგავარ მიმავალ ზაფხულის კართანდა ვეხვეწები _ ნუ დაილევი.მაგრამ ეს ქარი, ფოთლებით სავსე,მიედინება, ძლიერ იჩქარის...ღობის წირეხზე ჩამოკიდული,რაზე ჭრიალებს ნეტავ ჭიშკარი?!
1964