ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

მიყვარხარ 

მე შენ მიყვარხარ
ჰო, _ ვიმეორებ
და რაც გითხარი მხოლოდ ჩემია,
ეს სიყვარული იგებდა ომებს,
ტკბილ ხმებით ტკბობა არც მე მჩვევია.
ამ სამი სიტყვის მდუღარი სუნთქვა
თუ ახურებდა გულებს მრავალთა,
ზოგს გულწრფელობის გამხელად უთქვამს,
ზოგს _ ორგულობის დასამალავად;
მე შენ მიყვარხარ, ეს სამი სიტყვა,
შენსავით მიყვარს.



1992

??????