ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

რამ შემაცივა ამ შუა ზაფხულს... 

რამ შემაცივა ამ შუა ზაფხულს? _
ვეკითხები თავს, მზეს და ამ ნიავს,
რატომ აღარ ვარ, როგორიც ვიყავ?
დროს უფრო მოაქვს თუ უფრო მიაქვს?

უფრო და უფრო ვატყობ, _ მიწის ვარ,
ცას ჩაეცინა, _ მგონი იწყინა.


1999

??????