ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

რუსთაველის სახე 

     ჯვრის ტაძრის სვეტზე



თქვენ ალბათ გიკვირთ, ჯვრის ტაძრის ქვებო, _
თქვენ ხომ რუსთაველს პირადად შეხვდით,
იგი _ ზეკაცი და ასე _ ქვემოთ?!
პოეტი სხვათა წმინდანთა ფერხთით?!
თქვენ გეკითხებით მონასტრის ქვებო,
საფლავი დიდი და საგანგებო,
მარად ცოცხალის და არა მკვდარის,
ვიცი აქ არის, მაგრამ სად არის?!

მისი ხატის წინ ვარ, სანთელს ვანთებ,
სულს ძლიერ შია, გთხოვ სული კვებოთ,
რომ დაუბრუნდეს ქართველი ქართველს,
ძვირფასო ქვებო!

თქვენ საფერებო ლექსით და რითმით,
შოთას საფლავის და ტაძრის ქვებო,
მეწვოდეს სიტყვა აქ თქვენი წვითვე,
თქვენს ფერხთა ქვემო გინდა მტვრად ვეგო.

 

1997 

??????