სად ხარ ჭკვიანო, მოწყალევ, გმირო...
"ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო..."
ილია
სად ხარ ჭკვიანო, მოწყალევ, გმირო,
მოდი, სჭირიხარ სამშობლოს მწუხარს,
თბილისს, გორს, მუხრანს,
ზღვის სანაპიროს,
გულებს ნუგეშად რაიმე უთხარ.
ამდენ დაქცევას, სიძულვილს, ღალატს,
ვინც მოერევა და ჩამქრალ კანდელს
აუნთებს ისევ მამულს გულნატკენს, _
ქართველთა გმირად იქნება მარად.
1995