ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

საუბარი საიათნოვასთან 

მზიანი ხარ, ნაღდი, კარგი,
შენი სიტყვა, შენი ჰანგი
წარსულიდან ისევ მოვა...
შენც ქართველი მწარედ გტკივა, _
კრწანისისთვის თავის წირვა
მეც მინდოდა, საიათნოვა!

მაგრამ შენ რომ თბილისისთვის,
გმირი მეფის გვერდით, სისხლში
ხმლით და ჩანგით მიიმღერდი,
მაშინ აქ, ჩემს მშობელ კუთხეს,
მონისა და ობლის უღელს
ზედ ადგამდა ავი ღმერთი.

მაშინ, ტყვედმყოფ ჩემს მხარეში
გვიჭკნებოდა სიტყვა, ლექსი,
იყო კვლა და იყო გლოვა
და, რომ ვერცა ერეკლესთან,
ვერცა შენთან ვერ ვიყავი,
მაპატიე, საიათნოვა!
გცნო თბილისმა _ დედაშენმა,
შენი სული, შენი გული,
შენი ძვალი დაიტოვა,
სჯერა, _ არა დროებითა,
საქართველოს პოეტი ხარ,
საიათნოვა!



1988

??????