საღამოვდება, მთებზე თოვდება...
საღამოვდება, მთებზე თოვდება,ღამის სიშავით, თოვლის სითეთრით,ზამთარი ფრთხილად მიახლოვდებადა სევდა გულში ბუდეს იკეთებს.ვდგავარ სარკმელთან, მოჩანს ხეობა _ჩემი სიცოცხლის მწვანე ჭიშკარი,ბავშვს მთების ქარი რომ მეხვეოდა,ახლაც მილოშნის ლოყებს ის ქარი.1995