ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

სვეტიცხოველი 

თუა ქართული მუსლიმანობა,
ის ერთგულების ფიცს გეუბნება,
ვის ეჩვენება ჩვენში სხვაობა,
ჩვენი გათიშვის ვის აქვს უფლება?!

კარიკარ დადის ჩემი ძახილი,
ესმით, მიცნობენ, მეფერებიან...
და სიტყვა ჩემი, როგორც მახვილი
შენ გამო ბრძოლას შებერებია.

იქით კახეთი, აქეთ ქართლია,
იმერ-ამერი _ ჩემი აკვანი,
თუ რამეს ვტოვებ ნაღდს, სამართლიანს,
ისევ შენია, ისევ აქ არი.

წასული შენთან დამაბინავე,
შენი სიწმიდე ჩემი მცველია,
ძველია შენი მყუდრო სავანე,
ჩვენი სიცოცხლე უფრო ძველია.

 

1970

??????