სხედან ქალები ნაღვლიანები...
ნაჩადრალები, ნამტირალები
და ავადმყოფის ოთახის კარებს
მისჩერებიან სველი თვალებით.
გარეთ ხალისი ხორუმებს უვლის,
გარეთ ხმაურობს ხალხის მდინარე,
სიცილ-კისკისში მართლდება თქმული, _
სხვისი მკვდარიო _ სხვისთვის მძინარე.
1994
სხედან ქალები ნაღვლიანები...