სხვა გაზაფხული
მიწიდან ისევ ამოდის ია, ტყე აუვსიათ სიმღერით ჩიტებს, შეყვარებულის გულივით ღია ზეცა ნაზამთრალ ქედებს ამშვიდებს.
და მიხარია, რომ თეთრ ყვავილში ტყემლის კაკალი მწვანედ მაგრდება, თან გული მწყდება: ფერი გაივლის, _ ეს გაზაფხული მე დამაკლდება.
1964
|