ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ქაღალდი 

ყველგან, ყოველთვის 
ლექსი იყო ქაღალდზე ძვირი,
დღეს წავხდით ისე, დაგვეტაკა ისეთი ჭირი,
დიდი ნათელის ძიებაში ისე დავღამდით,
რომ ლექსზე ძვირად იყიდება თვითონ ქაღალდი.

იქურდება და იყიდება იგი დიდება,
ახლანდელობა სამერმისოდ
რომ იმკვიდრებდა,
დღეს გასაყიდად ბევრს სამშობლოც
უცხოეთს მიაქვს,
ლექსი კი რჩება ღაღადისად
უდაბნოს შინა.




1992

??????