ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ქოჩახელა 

ვაზი ოდეს მოჩეხილი
კვლავ ალბობდა ცრემლით ჭიგოს,
ქოჩახელა, ქოჩახელა,
როგორ ატირებდა ჭიბონს.

იყო ჰანგში განბანილი,
ცარიელი იყო გული
და ხიხანის ამბავივით
ხეობაში ჩაკარგული.

კაპანებში ჩაირბენდა,
აღვიძებდა ჭიბნით ფაცხებს,
არვინ ჰყავდა ხალხის მეტი
წინამძღოლი, მხსნელი, მაცნე.




1975

??????