მ ო თ ქ მ ა
ხელიდან გამომეცალა;
ვხედავ, თანდათან ვსუსტდები
და მეკარგებამე ძალა;
პატარა კიდევდა, ვაი,
ვეღარც-კი შევძლებ ბრძოლასა
და ჩემი ნავიდაიწყებს
უგზო-უკვალოდქროლასა!..
1ხან ცას შევყურებ ვედრებით,
ხან ადამიანთეძახი;
მაგრამ ყრუ არის ზევითცა
და უგულოა ქვეშ ხალხი;
ჩემთვის არავის სცალია,
თავის საქმე აქვს ყველასა!
სხვას ვის უშველეს, აბა, მათ,
რომ მე ველოდე შველასა?..
«სულდავუძლურდი, თავს ძლივს-ღა
ვიმაგრებ, ღონემიხდილი;
ვგრძნობდიდხანს ვეღარგავატან,
მიახლოვდება სიკვდილი!
ოჰ, ნუთუ ასეუდროოდ
უნდამომეღოს აქ ბოლო
და მკვდარსაც ვეღარჩამიკრავს
გულში ძვირფასი სამშობლო?..
ქ. ოლთისი.