ღამით რაღამ გადარია...
ღამით რაღამ გადარია, _ ასე რატომ მიმატოვა? გარეთ, თუმცა, მართალია, ავდარია, _ თოვა, თოვა.
ერთადერთი ერთგულება ღუმელშია, _ შეშის გლოვა, ცეცხლმა თავის ნაფიქრალი საკვამურით გააბოლა.
ვიცი, აღარავინ მოვა, გვიანია, ძილის დროა, გულმა გული მოინდომა, მე ვკითხულობ მანის რომანს...
|