ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ყველაფერი გაცოცხლებას ეწაფება... 

ყველაფერი გაცოცხლებას ეწაფება,
შეღამებას ფერადები ემატება,
ელოდება ვენახების შემწვანება
მევენახე მამაჩემის შემართებას.

მაგრამ მისი ქალამანის დაბიჯებას
ვეღარ იგრძნობს ნაწვიმარი ნიადაგი,
საყანეში ნიაღვარი გაგიჟდება,
ჩაიმტვრევა ღობეების ლიანდაგი.

გავიზარდე, დაღონებას ვეომები,
გინდაც დამწვი, ამატირე, თუ ჯერია,
ჩემს ბავშვობას ხავერდიან ხეობებში
ყვავილები და პეპლები უჭერია.

??????