ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

შენ თეთრი კაბით... 

შენ თეთრი კაბით

მაღალ ქუსლებზე

გამოდი გარეთ.

მე კართან ვიდექ...

გაოცებული ვადევნებ თვალებს,

პატარა გოგოვ, ამ შენს სიდიდეს.

ზოგჯერ ფიქრებით

თვალი სველია,

ვეხები კედელს,

რაფას ვაწვები,

წელიწადები მესალმებიან

როგორც დაღლილი ყანის კაცები.

გული კი, დაე ისევ ღელავდეს,

როგორც გრიგალში ღელავს მუხნარი,

მე მივქელავდე ცვრიან მდელოებს

ამ სიყვარულით

დაუდუღარით.

 

1966

??????