შენ წევხარ ახლა, შენ კარგად ვერ ხარ...
შენ წევხარ ახლა, შენ კარგად ვერ ხარ,ყურში წივიან მწარე წუთები,გვიახლოვდება, მე ვხედავ ახლა,წუთები ბევრად უფრო ცუდები.გულგაციებულ ამდენ განდგომებსშემოაქვთ ბინდი, შენ იხუთები,ზოგჯერ სიკვდილსაც კი მოგანდომებსწუთები ბევრად უფრო ცუდები.1995