შენი ეზოს კარებთან, მუხამ ნელი შრიალით...
შენი ეზოს კარებთან, მუხამ ნელი შრიალით
მითხრა: _ იგი შინ არი!
ახლა ნაზმა მიმოზამ ყვავილების ჩეროდან
მითხრა: _ იგი გელოდა!
და მომძახის უშენო
ეზო, როცა ჩავუვლი:
_ შენ გაქვს დანაშაული!..
1955