შენი სიმღერა კლდეებზე ჟონავს...
შენი სიმღერა კლდეებზე ჟონავს, მე იმ ნაჟურით ავივსე პეშვი, მამას რომ მიეც მკლავებში ღონე, შენ დაგიბრუნა ისევე მთებში. ჩემი სადილი მთას მეგულება წყაროსთან ჩემი ტაბლა _ ლოდია, ხევებში, როგორც ქალიშვილები თეთრი ნისლები მიდი-მოდიან. 1970
|