ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

შველა, თანადგომა, ერთგულება... 

შველა, თანადგომა, ერთგულება,
შენი, ჩემო ლექსო, მეგულება,
განა წაიქეცი, გაფუჭდი?
ბწკარო ნაჯაფარო, ნაწვალო,
ცრემლით მონარწყავო მარცვალო,
ოხვრით ნამცვრევი ხარ, ნაჭუჭკი.



1995

??????