ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ჩუმად, ჩუმად!... 

ჩუმად, ჩუმად!

მოვისმინოთ მთის ნიავში,

რას მეტყველებს და რას გვიმხელს

მიწის გული,

გული ჩვენი სისხლის წვეთით,

ჩვენი ცრემლით,

ჩვენი კვნესით, ჩვენი ლოცვით დაბუგული.

მშობლიურო მთის ნიავო, ნაღვლიანო,

დაუვარცხნე ტყეს ქოჩორი სევდისფერი,

მომეხვიე, მომეთბუნე, მომეფერე,

მომაყარე ხიხანის და ტაოს მტვერი.

მუხლმოყრილი გელი, ხელებგაშვერილი,

ჩამეღვარე, ჩახსნილია ცხელი მკერდი,

მთების სულო, ნაცნობი ხმა გამაგონე,

არ დანელდე, არ ჩაქრე,

არ შემიჩერდე!

 

1978

??????