ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ძველი ფანდური 

ჩემზე ხნიერი ჩემი ფანდური

წევს ხალიჩაზე და ელოდება, _

დავიწყებული, ძველი, ნატრული

სიმღერა უთხრან, თორემ მოკვდება.

თორემ მოიშვებს ძარღვი ლარების

და ცაცხვის გული გაიბზარება,

ბერი ბაბუას დანაბარები

გაიმეორონ უნდათ ლარებმა.

ასე, ათასგვარ სევდით გართული,

ჩემს სიმღერას და ხელის მოდებას,

ჩემზე ხნიერი ჩემი ფანდური

წევს ხალიჩაზე და ელოდება.

 

1958

??????