ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ძველი ჯამი 

მიყვარს ბუხრის ახლო

ძველი ტაბლა ჯამით,

ჯამში ფხალლობიო,

რომ ვერ ძღები ჭამით.

ვებერთელა მჭადი,

ზაფხულივით ცხელი,

ზედ რომ ჯვარი ჩანდა

დედაჩემის ხელის.

კარგია თუ იცი

ფასი ძველი ოდის,

მშვიდი სუნი ქინძის,

შმაგი სუნი ქონდრის.

ეს სუნია ნატვრის,

სუნი ცის და ფოთლის,

ყადრი მისი მადლის

ძველეთიდან მოდის.

 

1977

??????