ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

წავიდა, უცებ დასცხათ იელებს... 

წავიდა, უცებ დასცხათ იელებს
და მოიწყინეს გზასთან იფნებმა.
"იქნება, ბევრი რამე იქნება",
მეჩურჩულება სიცარიელე.

ბოლო დღესავით ეზო მყუდროა,
ტყეს კი ფოთლებზე ვატყობ _ ქარია.
მესმის არიან, სხვებიც არიან,
რად მოიწყინე ასე უდროოდ?

გავედი, შევხვდი დღეს უთენია,
ფანჯრები ელამ მზერით მიმზერენ,
მე რომ მზე ვიყო, წავალ, ვიმზევებ,
მაგრამ კაცი ვარ, _ გული მტკენია.
საუბრის, ყოფნის და განშორების
წუთები თუმცა სადღაც რჩებიან,
ალერსით, ფიქრით, ტკბილი ჭორებით,
ისინი მაინც გვიბრუნდებიან.

??????