წვალების გზაზე გასულ მოლოდინს...
წვალების გზაზე გასულ მოლოდინს
რა გზაა, უნდა ენდო ბოლომდი.
ქარის კი არა, მესმის მამის ხმა:
_ სიტყვა სათქმელი ტუჩზე გამიხმა.
საგინებლებმა ქება ინდომეს,
აქ კაცუნები დიდზე დიდობენ.
მთელი სიცოცხლე _ მოლოდინია,
რასაც ეღირსე, შეჭამ-შეგისვეს,
მაინც მიდიხარ, ბოლომდი იარ,
თუმცა ვერ ხედავ ვერვის, მტერის მეტს.
1998