წვიმით თავდაბანილი
წვიმით თავდაბანილი,
თავზე ცაგადასხმული,
თეთრი, ზღაპრის ქალივით.
იმედივით მიყვარხარ,
ჩემი ბოლო სიტყვა ხარ,
ხან დარი ხარ, ხან _ წვიმა,
ხან ქარი, ხან სეტყვა ხარ.
თვით ნიავს უხარია, _
ყელს გეხვევა, გეჩვევა,
და თვით წვეთს უხარია,
შენს თმებში რომ შერჩება.
ზღვას და ცას უხარია,
ნაპირზე რომ გაივლი,
მე, _ რომ ჩემთან ბრუნდები
წვიმით თავდაბანილი.
1988