Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

წუთი წუთისოფლისა 

ჭივის ჭრიჭინობელა,
ზაფხულია, აგვისტო,
ტანი ლეღვის ფოთოლმა
მოიფხანა ხაოთი,
წყალი წყაროს თვალიდან
ისევ ისე ამოდის,
ისევ ნაცნობ ხმებითა
სული, გული აივსო.

მყვარებია ზაფხული,
პეპელების აღლუმი,
გრილოებში შემალვა
შეთვალული მტევანის.
წიწილების წივილი,
როცა ქორი მზვერავი
ამ გასუსულ ეზო-კარს
შურდულივით გადუვლის.

მყვარებია ზაფხული,
მისი ჩქაფი საღამო, _
მთვარე ობლის კვერივით
ცაზე გამომცხვარია,
როგორ მიცოტავდება
ყოფნის ყოფნა საამო,
როგორ ჩქარა გამირბის
აქ მე რაც მიხარია.
 

 

1997

??????