წუხელ მესიზმრე...
წუხელ მესიზმრე,
წუხელ მესიზმრე,
ჩემო ბავშვობავ,
სახლო ფუხრულო,
შენც, დედაჩემო,
ისევ მესიზმრე,
ღამის ნამაზზე
ძირს დამუხლული.
ხელაპყრობილი
შეთხოვდი ალაჰს:
_ ღმერთო, გამჩენო,
შენ გეხვეწები,
მიეცი შვილებს,
მიეცი ამათ,
მე ამ ლოცვებით
რასაც ვეძებდი.
წუხელ მესიზმრე,
სახლო ფუხრულო,
თბილო ბუხარო,
ტკბილო ბალღობავ,
დედავ, ნამაზზე
ძირს დამუხლულო
და ყველაფერო,
რომ აღარ მოხვალ.
1987