ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ხეითარი 

აჭარელი გლეხი სოფლის გზაზე, სამადლოდ, წყაროზე ღარს გააწყობდა, ხის კოპს დადგამდა.


არა ძუნწთა ნაგროვებმა,
არა სკივრთა გადამალვამ,
ალბათ სხვისთვის, სხვის ხეირად
სხვის წყურვილთა მოსაკლავად,
წყაროსთვალთან დადებული
ცაცხვის ერთი კოპიც კმარა,
რომ თქვან:
წყალმა ერთმა პეშვმა,
განა კაცი, ან სოფელი, _
თვით ქვეყანა აამაღლა.

 

1980

??????