ხალვაში ფრიდონ
გაზიარება

ხმა უნდა იყოს 

მე შენთან ყოფნა უმაღლეს ყოფნად
მწამდა, მამულო უსაყვარლესო,
შენთა მჯიჯგნელთა ასაკაფავად
ყოველთვის მინდა მახვილი ვლესო.

შენს მაგინებელს რატომ ვეფერო,
რაც არა მჯერა, რად დავიჯერო,
დღეზე, რომელმაც მატკინა გული,
კმაყოფილებით როგორ დავწერო?

ის ხმა რა ხმაა,
თუ თვითონ ხალხმა
ვერ იგრძნო
და ხმა ხალხში არ თბება?
თუ სიტყვა გასხლულ მუხის ტოტივით
ღობეს ეცემა და ჩუმად კვდება.




1967

??????