შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

განშორების ჟამს 

განშორების ჟამს ურიჟრაჟოა 
შენი თვალების მუქი ლაჟვარსი..
სად შეეჩვია ულაჟვარდობას? 
შენთან ვატარე ჩემი ვაჟობა, 
შენთან მომქონდა პირველი ვარდი, 
ერთად ვერ ვხვდებით მაინც ვარდობას!

ჩაგსახლებია მწუხარი თვალებში, 
შენი მზე მოჩანს ცის დასავალზე. 
დაივლი ვენახს... 
სევდით, კაეშნით 
შეაჩერდები ცრემლიან ვაზებს. 

გადახვეულან და როგორც ძმანი 
ტირიან ვაზნი სევდით, გოდებით, 
გახარებულნი, მტირალნი მაინც 
და გაზაფხულის მახარობელნი... 

რისთვის ქვითინებთ, მარქვით, ვაზებო, 
მითხარით, 
თქვენი ცრემლი რას ნიშნავს? 
შტოო, აპრილის თრთვილით სავსეო, 
გაყრია ცრემლი ვერცხლის ზარნაშად, 

ატირებული როგორც ვენახი, 
ვით ღვინობისთვის დამჭნარი ვარდი -
მასავით ნაზი და ულაჟვარდო, 
ნეტავ აროდეს შენ არ მენახე... 
ვერ ამიხსნია, რისთვის მყვარდი, 
ვარდობის თვესი დამზრალო ვარდო?!

1938 წ. 
თვალადი. 

??????