ია
ცაში ცხრათვალა მზეა,
მარტო ენძელა კი რა,
უკვე აყვავდა ია.
ღობის ძირებში ყვავილებს
აგროვებს ჩემი მზია...
ახარებს ოქროს შინდები,
ბუჩქთან დამჯდარი ზიზილა,
ნაკადული რომ უმღერის
გადაქცეული სიცილად.
აქვეა მისი ძამიკოც -
დიდი ვაჟკაცის იერით,
ნამცეცა მზიას არიგებს,
როგორც ბრძენი და ხნიერი:
"ნუ სწყვეტ, აცალე, იხარონ
ზიზილებმა და იებმა
მათი სიცოცხლის მოსპობა
ბავშვებს არ გვეპატიება!"
1948 წ.