შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

იმღერე, ბიჭო! 

ზეცაზე სტოვებს კვალს თვითმფრინავი, 
მტკვრის ოხშივარში ელვარებს ხიდი. 
ხიდქვეშ მიცურავს პირველი ნავი, 
ხიდზე ვიღაცა ღიღინით მიდის. 

ხიდზე ჭაბუკი სიმღერით მიდის, 
ვიღაც აბოდებს, ვიღაც აწუხებს, 
როგორც ბულბული საკიძგახსნილი 
აღფრთოვანებით ვიღაცას უყეფს. 

ეტყობა, ახლა ის თვითონ არი: 
მტკვრზე მენავე, 
ცაში მფრინავი, 
დაუდეგარი სათავე მტკვარის, 
მაჯა ძლიერი, გული მგრგვინავი! 

ნუ გაიოცებ, შუბლი გახსენი, 
ნუ გაუმზადებ ჭაბუკს სადავეს, 
ასეთი არი.. ჰო, გაიხსენე 
ახალგაზრდობა - ჩვენი სათავე.. 

წამოეწიე, მიდი, უთხარი: 
"ნუ გაჩუმდები, იმღერე, ბიჭო!"
ნუ გაიკვირვებ, შუბლს ნუ შეიკრავ, 
ღიღინებს, მტკვარში თავსი ხომ არ იხრჩობს?!
მღერის სიცოცხლის ეშხით დამტკბარი, 
არ იძვრის ქარი, არ შხუის მტკვარი... 

იქნებ პირველად მას შეუყვარდა, 
იქნებ წუხელის არც სძინებია, 
იქნებ უყვარდა, ძლიერ უყვარდა... 
და სამუდამოდ დასცილებია! 

წამოეწიე, უსმინე, გულო, 
შენ კარგად იცი, რად მღერის ასე - 
რად მღერის გული უსყივარულოც
და სიყვარულის იმედით სვსეც!

შენ კარგად იცი... 
სიჭაბუკეში 
გახსოვს, 
შენც ერთხელ ასე ამღერდი, 
და იმ პირველი სიმღერის ეშხით
შენ საქართველოს ცას შეაბერდი! 

1956 წ.

??????