შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

მე მსურდა მეთქვა 

ყველაზე წმინდა, უნაზესი ქვეყნად რაც არის 
დაჭრილ ვაჟკაცის ამოოხვრა და გულის ფეთქვა, 
როგორ ვიტანჯე, ვით ავაგე ტრფობის ტაძარი - 
შენთვის, ძვირფასო, იმ საღამოს მე მსურდა მეთქვა... 
მე მსურდა მეთქვა ვნებიანი და შმაგი სიტყვა, 
შენთვის, კენტისთვის მოარულო ჩემს სულში ჩრდილად, 
მაგრამ სათქმელი ბაგეთაგან ჩემთა ვერ ითქვა, 
ისე დაგვადგა იისფერი მაისის დილა. 
ვერ ითქვა იგი, ქვეყანაზე ყველაზე კერგო, 
დარდო სულისავ, მოწყენილო სიონის მტრედო,
ვრცელია მიწა, სად წავიდეთ, სად დავიკარგოთ, 
ამ ქვეყანაზე როგორ გავძლოთ უერთმანეთოდ?.. 
შენ გინდა ლექსი... ყვავილი ვარ, აჰა შარბათი, 
წაიღე იგი, წაიკითხე, წამების ჯვარო, 
წაიღე იგი, პეპელახარ, ფრთების ფარფატით 
წაიღე იგი, წაიკითხე ქვეყნად საჯაროდ!... 
ყველაზე წმინდა - ქვეყანაზე რა მე მიყვარდა, 
დაჭრილ ვაჟკაცის ამოოხვრა და გულის ფეთქვა, 
დარდო, სურათო, ჩახატულო ჩემს გულში ხატად, 
არ დაიჯერებ, იმ საღამოს მე მსურდა მეთქვა. 


თვალადი. 

??????