შატბერაშვილი გიორგი
გაზიარება

მზე კალენდარზე 

შენ კალენდარზე, თარიღის გასწვრივ, 
მოკლედ სწერია; 
"ამოდის... " "ჩადის"...
წუთი ამოსვლის და წუთი ჩასვლის, 
მზის ამოსვლის და ჩასვლის საათი. 

და, მართლაც, თითქოს ემორჩილება 
საათის რეკვას, საათის წადილს, 
თითქოს დასცქერის მუდამ ციფერბლატს - 
ზუსტად ამოდის და ზუსტად ჩადის. 

შენ გიხარია, უმზერ და უსმენ 
მისი სხივებფის თამაშს და ჟღარუნს, 
ოქროს ზოდივით ისვენებ გულზე, 
იხუტებ მკერდზე ქვეყნის სიხარულს.. 
მაგრამ, ვინ იცის,
ვისთვის როდის ამოდის, 
როდის ამოდის და როდის ჩადის! 

??????