უცბად ნათქვამი
მომჯარებიან სევდა, დარდები.
დაგელოდები მე ამ ღამესაც
და მერე სადმე გადვიკარგები.
შენ ხარ ლამაზი, ზეცის ვარსკვლავი,
მოხატული ხარ შენ მინანქარით,
შენ კოშკს არა აქვს კარი არსაით,
გეძახი, გიხმობ: გამიღე კარი!
მოდი, დატოვე ცის ლაჟვარდები,
როგორც მთიები მოსწყდი ვარსკვლავეთს,
დაკრიფე ცაში ლურჯი ვარდები
და დაესვენე ჩემს გაშლილ მკლავებს!
1939 წ.
თვალადი.